ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება, – აღნიშნულის შესახებ ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩატარდება, მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყოფილ პრემიერს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.