ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
By

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესმა“ რეგიონული კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა 2026“ ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს. შეხვედრის ბოლოს  მუნიციპალიტეტის მერებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს მერიებთან თანამშრომლობით საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მოსწავლეების, ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების სწორ მართვასა და გარემოს დაცვაზე, სასკოლო კონკურსის მიმდინარეობისას მუნიციპალურ მხარდაჭერასა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის თაობაზე გრძელვადიან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე რეგიონში შერჩეული 36 სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს საგანმანათლებლო შეხვედრების ფაზის წარმატებით ჩატარებასა და სასკოლო კონკურსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შეაგროვებენ ელექტრონარჩენებს და აწარმოებენ სოციალურ კამპანიას.
,,ეკომეგობრული აჭარის“ გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, ვინც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებენ. პროექტის დასკვნით ეტაპზე, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, ჩატარდება მასშტაბური ეკო-ფესტივალი ბათუმის სპორტის სასახლეში.

  • No Comments
  • ნოემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *