By
სკოლის შენობების სარემონტო სამუშაოები გრძელდება
ქედის მუნიციპალიტეტში სკოლების სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლაში მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა. ქვედა მახუნცეთისა და ხარაულის სკოლებში კი სამუშაოები ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში დასრულების ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზის მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სკოლის შენობის ფასადის, სახურავისა და შიდა სივრცეების სრული რემონტი.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოები აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, ქედის რესურსცენტრისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ცოტნე ცაბაძე