1 183 432 მილიონი ლარი – დაზარალებული 75 ოჯახის დასახმარებლად
აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 75 ოჯახს 1 183 432 მილიონი ლარის დახმარებას გამოუყოფს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი შუამდგომლობები განიხილეს. სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე იმსჯელეს. კომისიის რეკომენდაციისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრების ან ადგილმონაცვლეობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში, 1 183 432 ლარი გამოეყოფათ.
2026 წელს, ამავე მიზნით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება უკვე გაეწია 618 ოჯახს, რისთვისაც 7 699 401 ლარი დაიხარჯა.