შემოდგომა – ღონისძიების მთავარი თემა
რამდენიმე წლის წინ შუახევში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებზეა განკუთვნილი. ამჟამად აქ 20-მდე ბენეფიციარი ჰყავთ, რომლებზეც 15 ადამიანი ზრუნავს. ამ დღეებში ცენტრში შემოდგომის თემატიკაზე მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში ცენტრის ბენეფიციარებმა და პერსონალმა შემოდგომის ნობათი წარმოადგინეს, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს.

ღონისძიების ერთი ნაწილი ქართული ტრადიციული ჩურჩხელის დამზადების პროცესს დაეთმო, რომელშიც ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, მოწვეული სტუმრები – შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ცოტნე ცაბაძე