170 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარი  გამოიყოფა
By

170 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარი  გამოიყოფა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვის მიზნით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიების შუამდგომლობებზე, ბენეფიციარების მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხზე; ბენეფიციარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სამშენებლო ნებართვის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე.

სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2026 წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 135-მა ოჯახმა. წლის ბოლომდე დაგემილია, ჯამში, 170 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის 8 მილიონ 500 ათასი ლარის გამოყოფა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *