შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს
By

შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან ერთად, ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერ ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელმაც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (GIMF 2026) მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე.

COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს ინფორმაცია მიაწოდეს იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *