By
„ნიჭიერის“ ხიჭაურელი ფინალისტი
შუახევის რაიონის ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა დიასამიძე, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ტელეშოუ „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის მფლობელია. მას მშობლიურ სკოლაში საზეიმო შეხვედრა გაუმართეს.
– საბას გამორჩეულმა ნიჭმა, მისმა შაირებმა, საშემსრულებლო ოსტატობამ დიდი აღიარება მოიპოვა. სკოლაში დაბრუნებისთანავე, მას საზეიმო დახვედრა მოვუწყვეთ. ეს იყო სიხარულის, ემოციების, გულწრფელი სიამაყის დღე. გვჯერა, რომ ნიჭი, მონდომება და თავდაჯერება საბას დიდ წარმატებას მოუტანს. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. იგი ჩვენი სკოლის სიამაყეა, – გვითხრა სკოლის დირექტორმა მზევინარ ქათამაძემ.
ცოტნე ცაბაძე