მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ბიუჯეტი
გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, საკრებულოს წევრმა იზოლდა სურმანიძემ, ვეტერანმა ავთანდილ ბოლქვაძემ და სხვებმა აღნიშნეს, რომ გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი აისახება მუნიციპალური პროგრამების დაფინანსებაზეც – გაიზრდება არსებული პროგრამების დაფინანსება და გაისად ახალი პროგრამების ამოქმედება იგეგმება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 44 617 000 ლარს შეადგენს და 4 316 900 ლარით იზრდება.

მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ინფრასტრუქტურა, განათლება, სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების დაფინანსებას.
თამაზ მგზავრიძე