მუნიციპალური ინსპექცია პარკირების სივრცეებში შემზღუდავ ბარიერებზე მონიტორინგს აგრძელებს
By

მუნიციპალური ინსპექცია პარკირების სივრცეებში შემზღუდავ ბარიერებზე მონიტორინგს აგრძელებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აგრძელებს მონიტორინგს პარკირების სივრცეებში შემზღუდავ ბარიერებზე. ბოძკინტები და სხვა ტიპის უსახური კონსტრუქციები ხელს უშლის მოქალაქეებს, ავტომობილი მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე განათავსონ.

სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია. მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს ქალაქის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად ახორციელებს.

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი  – 500, იურიდიული კი 2000 ლარით ჯარიმდება.

 

 

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *