თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია!
By

თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია!

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია პარკირების სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს, რაც ხელს უშლის მოქალაქეებს, ავტომობილი პარკირების სივრცეში განათავსონ.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია. მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს ქალაქის ყველა უბანში ეტაპობრივად ახორციელებს.

საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით ჯარიმდება.

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *