თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა
By

თურქეთის რესპუბლიკა 103 წლისაა

ამ დღესთან დაკავშირებით,  ბათუმში, თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საზეიმო მიღება გაიმართა.

ორი ქვეყნის ჰიმნის შემდეგ, სტუმრებს ვიდეომიმართვით თურქეთის პრეზიდენტი მიესალმა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა  ამ დღის მნიშვნელობაზე ისუბრა.

ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილა თურქეთის ახლადდანიშნულმა გენერალურმა კონსულმა ბათუმში იაშარ ერგუნმა. მან შეკრებილებს პარტნიორული ურთიერთობებისა და თურქი ხალხის ეროვნული დღესასწაულის გაზიარებისთვის  მადლობა გადაუხადა.

ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ.

„ქართველები კარგი მეზობლები ვართ. გილოცავთ თურქი ხალხის ეროვნულ დღესასწაულს. თურქეთი მუდმივად, უპირობოდ და მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ამასთან, ჩვენს ქვეყნებს, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თანამშრომლობის გარდა, შესაშური სახალხო დიპლომატია და ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან. სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული კავშირები, რომლებიც სულ უფრო ვითარდება, უმნიშვნელოვანესია მეზობელი სახელმწიფოებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ასევე, გადმოგცეთ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის ზურაბ პატარაძის მილოცვა, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკასთან“, – აღნიშნა   ცოტნე ანანიძემ.

ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბათუმისა და ქუთაისის მერები გიორგი ცინცაძე, დავით ერემეიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *