დაკავება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე
By

 დაკავება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და, ასევე, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას  სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ხოლო მეორე პირი სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *