ანა  ბუჩუკური: „ე.წ. სარჩელში სამართლებრივი ბრალი შეუძლებელია ამოვიკითხოთ
By

ანა  ბუჩუკური: „ე.წ. სარჩელში სამართლებრივი ბრალი შეუძლებელია ამოვიკითხოთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აღნიშნავს, რომ წარდგენილ დოკუმენტში სამართლებრივი ბრალის ამოკითხვა შეუძლებელია. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორების შეფასებითაც, ხელისუფლება ქვეყანაში განსხვავებულ აზრს ებრძვის.
„ე.წ. სარჩელში სამართლებრივი ბრალი შეუძლებელია ამოვიკითხოთ. ეს არის სასამართლო და უნდა განიხილებოდეს ვიღაცის სამართლებრივი ბრალეულობა. სხვა პარტიებზე ვერ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმ პარტიაზე, რომელსაც მე წარმოვადგენ. მე-8 დღეა, მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ. უჭირს პროპაგანდას იმის ახსნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, მანდატებით სარგებლობს და აბსოლუტურად ყველა არჩევნებში მონაწილეობს, რატომ უნდა აიკრძალოს. ეს ხომ პროპაგანდაა, აქვთ თითქოს ასეთი ,,მესიჯი“: „ჩვენ ვაუქმებთ ბოიკოტისტებს“… ყოველ შემთხვევაში, ასე შეფუთეს. სარჩელში ეს პროპაგანდა საპნის ბუშტივით გასკდა.
ეს თქვეს, პრინციპში, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც. ისინიც უსვამენ ხაზს, რომ როდესაც გამოდიხარ და პროპაგანდირებ, თითქოს კონკრეტულ მონსტრს ებრძვი, სინამდვილეში ებრძვი განსხვავებულ აზრს. ეს დასტურდება ამ სარჩელში ჩვენი პარტიის დამატებითაც.
ის პროპაგანდისტური ნაწილი, რომელიც ამ სარჩელშია ჩვენთან მიმართებით თავმოყრილი, არის უბრალოდ ტყუილი“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *