By
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მალე მოეწყობა
დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.
„ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინასთან დიდ პროგრესს ვაღწევთ. შეხვედრა ძალიან მალე მოეწყობა“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
დონალდ ტრამპმა არ დაასახელა კონკრეტული თარიღი, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შეიძლება შედგეს.