პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
By

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტით, კანონმდებლობა ერთ ნაწილში იცვლება, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე ვსაუბრობთ. ასეთი ტურნირები რეგულირებული გახდება“, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტურნირების ჩატარება ხელს შეუწყობს, რომ ტურისტულ რეგიონებში, მაგალითად, როგორიცაა აჭარის რეგიონი, თებერვალში, მარტში, აპრილში, ტურისტული აქტივობა მაღალი იყოს.
„კანონმდებლობაში რეგულაციები ადრე არ იყო. საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაზე როცა ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, საუბარია მაგალითად, ევროპის პოკერის ტურნირზე, რომელიც ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში ტარდება. ეს არის სპორტული შეჯიბრი პოკერის თამაშში. მოთამაშეები ტურნირს ქმნიან და გამარჯვებული ვლინდება. საქართველოში ასეთი ტიპის ტურნირები რომ ჩატარდეს, აღნიშნული ცვლილებები თამაშების ჩატარებას არეგულირებს. ცვლილებებით მოთხოვნები, პირიქით, მკაცრდება. აღნიშნული ტურნირის ჩატარებისთვის მონაწილის 70% უცხოელი უნდა იყოს, რაც აუცილებელი პირობაა. ტურნირში საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ 30%-მდე დაიშვება. ყველა ის შეზღუდვა, რომელიც კანონმდებლობით არსებობს სათამაშო ინდუსტრიასთან დაკავშირებით, ძალაში რჩება. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ მხარდაჭერა იყოს ტურისტული სექტორის არასეზონურ პერიოდში. მაგალითად, როდესაც არასეზონური პერიოდია ტურისტების ვიზიტების საქართველოში და ეს მაჩვენებლები იკლებს. ასეთი ტურნირების ჩატარება ხელს შეუწყობს, რომ ტურისტულ რეგიონებში, მაგალითად, როგორიცაა აჭარის რეგიონი, თებერვალში, მარტში, აპრილში, ტურისტული აქტივობა მაღალი იყოს. შესაბამისად, ეს ყოველივე ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად აისახება“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

  • No Comments
  • ოქტომბერი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *