საიუბილეო ღონისძიება – ქობულეთში
By

საიუბილეო ღონისძიება – ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზორბეგ ოქროპირიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი, ადგილობრივი თვითთმმართველობის, მომღერლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ზორბეგ ოქროპირიძე ანსამბლ „ქობულეთის“ ხელმძღვანელია. მრავალწლიანი მოღვაწეობისა და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მას მადლობის სიგელი გადაეცა.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბათუმი“ და „ქობულეთი“, ასევე, ქობულეთის ფოლკლორის ცენტრის მოსწავლეები.

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *