By
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის
ციტრუსის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ციტრუსის მოსავლის დაბინავებისა და რეალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ყურადღება გამახვილდა მოსავლის აღებისა და ტრანსპორტირების პროცესის ორგანიზებაზე, ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფერმერთა საჭიროებებსა და სეზონის განმავლობაში წარმოქმნილი შესაძლო გამოწვევების დროულად მოგვარებაზე.