აჭარა – დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე
By

აჭარა – დუბაის საერთაშორისო გამოფენაზე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონი დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან გამოფენაზე, აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა პოპულარიზაციას.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით, ვიზიტიორების ინტერესი იყო მაღალი, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები.

საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აჭარის სამთო-საზღვაო ტურისტული მიმართულებების, სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ინფლუენსერებთან, საერთაშორისო მედიაგამოცემების, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *