ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი
By

ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *