საქართველოსა და იაპონიას შორის  გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
By

საქართველოსა და იაპონიას შორის  გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს   ცნობით, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე, ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.
„ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც იაპონიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *