By
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 0,9%-ით გაიზარდა და ბარელზე 95,50 დოლარი შეადგინა
აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამწვავებისა და ენერგონაკადების შეფერხების რისკის გამო, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 0,9%-ით გაიზარდა და ბარელზე 95,50 დოლარი შეადგინა.
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე მატებაა, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგეტიკული ნაკადების შემდგომი შეფერხების რისკი გაიზარდა.
სტატიაში ასევე, ნათქვამია, რომ დიზელის საწვავი ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაძვირდა, ევროპული ბუნებრივი აირის ფასებმა კი 2023 წლის შემდეგ, მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.