დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს
By

დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს

ბათუმში დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს. მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით იწამლება მრავალბინიანი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, ასევე, იტალიური ეზოები.

სანდასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, დეზინსექციის სამუშაოები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება. მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად მიმდინარეობს დერატიზაციის ღონისძიებები.

დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავება“ ახორციელებს და ის მოსახლეობისთვის უფასოა. მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ხორციელდება კრაზანებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებებიც.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობამ საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკოს ნომერზე: 0422 24 20 00.

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *