ღომაზე მისასვლელი გზა თოვლისგან გაიწმინდა
By

ღომაზე მისასვლელი გზა თოვლისგან გაიწმინდა

მთა ღომა აჭარა-შავშეთის ქედის ერთ განშტოებაზეა. იგი შუახევის ცენტრიდან ყველაზე ახლოს მდებარე ალპური ზონაა. ჩირუხისა და სხვა სამთო კურორტების განვითარებასთან ერთად მთა ღომას ტურისტული პოტენციალის ათვისებაც მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მთავარ ყურადღებას მთაში მისასვლელი საავტომობილო გზის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას უთმობენ.

აჭარის მთიანეთის ალპური საძოვრებისგან განსხვავებით, ღომაზე თოვლი ყველაზე ადრე მოდის და ყველაზე გვიან ქრება. 4 დღის განმავლობაში მექანიზატორები თამაზ და მერაბ ბერიძეები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შუახევის წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი როინ აბუსელიძე უწყვეტი რეჟიმით მუშაობდნენ და წაბლანა-ღომას 6-კილომეტრიანი მონაკვეთი თოვლისგან გაწმინდეს.

– თოვლისგან სხვა მთებში მისასვლელი საავტომობილო გზებიც იწმინდება. ივნისიდან მეცხოველეები მთებში პირუტყვის გადარეკვას დაიწყებენ. მათ და ტურისტებს ტრანსპორტით მომსახურების პრობლემები არ შეექმნებათ, – გვითხრა შუახევის წარმომადგენლობის უფროსმა რომან დუმბაძემ.

ცოტნე ცაბაძე

 

 

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *