By
წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ. მათ საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, სანამ მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს. ამჟამად მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.