44 დაკავებული და 7 ბრალდებული – შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა
By

44 დაკავებული და 7 ბრალდებული – შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა, ხოლო კიდევ 7 პირს ბრალი წარუდგინა. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდებულთა ნაწილი უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ნაწილს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს – ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, არღვევს კანონს ან ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *