სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
By

სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ძველ ბულვარში, კოლონადას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, სარეკრეაციო სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

გამოთავისუფლებული სივრცე იასონ გორდეზიანის სახელობის უკვე არსებული სკვერის ერთგვარ ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. შესაბამისად, ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ შემუშავდა სივრცის მოწესრიგებისა და გამწვანების გეგმა, რომელიც აღნიშნულ ადგილს დაუბრუნებს პირვანდელ, ავთენტურ იერსახეს და ჰარმონიულად შეერწყმება გარემოს.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ბილიკების მოპირკეთება, სივრცის გამწვანება და საბაღე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რასაც ბულვარის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის გამწვანებული ახალი სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ძველი ბულვარის ცენტრალური ნაწილის იერსახეს და ვიზიტიორებისთვის კიდევ ერთ მიმზიდველ გარემოს შექმნის.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *