ლევან კიკალიშვილი საქართველოს ჩემპიონია
By

ლევან კიკალიშვილი საქართველოს ჩემპიონია

ქ.თბილისში, საბილიარდე კლუბში „ბილი რუმი“,  იუნიორებს შორის (U-18)  საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა პულში (8-იანი). საპრიზო ადგილებისათვის  24 მობილიარდე იბრძოდა. აჭარა ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი – ლევან კიკალიშვილი და ალექსანდრე სოლომონიძე.

როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ კახიძემ აღნიშნა, ორივე მათგანმა ფინალამდე დაუმარცხებლად  იასპარეზა. შედგა  „ბათუმური“ ფინალი, რომელიც ანგარიშით 6:3,  ლევან კიკალიშვილის სასარგებლოდ დასრულდა.

გამარჯვებული სპორტსმენი ბილიარდის ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით,  პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაემგზავრება, სადაც 4-7 ივნისს დანიშნულ ბილიარდის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფინალისტის – ალექსანდრე სოლომონიძის გამგზავრებას გდანსკში,  აჭარის ბილიარდის ფედერაცია აჭარის სპორტის დეპარტამენტის დაფინანსებით უზრუნველყოფს.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მაისი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *