By
ბათუმში დეზინსექციის გეგმური სამუშაოები დაიწყო
მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით დეზინსექციის გეგმური სამუშაოები დაიწყო. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მრავალბინიანი სახლების სარდაფებს, სადარბაზოებსა და იტალიურ ეზოებს ეტაპობრივად წამლავენ.
დეზინსექციის სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავება“ მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ახორციელებს და მოსახლეობისთვის უფასოა.
საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე: 0422 24 20 00.