By
აგვისტოს ომის გმირების უკვდავსაყოფად
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს საფეხბურთო კლუბ „ხიხანის“ ორგანიზებით, ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების მერაბ ჭელიძის, რუსლან მელაძის და ნადიმ ართმელაძის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი კორტოხისა და რაქვთის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები.
ტურნირის მიზანი იყო ფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
თამაზ მგზავრიძე