By
„ზვიადი რაიკომის და ცეკას მდივნის მაგვარ მმართველს შეადარა“
„არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატომ ეკედლებიან“? – ეს კითხვა გადაცემაში „იმედი Live“ გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას დასვა.
„ვარდების რევოლუციამდე ზვიადი რაიკომის და ცეკას მდივნის მაგვარ მმართველს შეადარა, იმდენად ნაძირალაა (სააკაშვილი). არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატომ ეკედლებიან? მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც მაგათთან ერთად ამ თარიღებზე გავა. შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.