სტრუქტურული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები – საქართველოს მთავრობაში
By

სტრუქტურული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები – საქართველოს მთავრობაში

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე აუწყა ქვეყნის მოსახლეობას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. პრემიერის თქმით, მასვე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

“სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას, შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს”,- თქვა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით,

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენენ გეკა გელაძის კანდიდატურას. მანვე თხოვნით მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, რომ მომავალ სასესიო კვირაში გეკა გელაძე აირჩიოს სუსი-ს უფროსის პოზიციაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიმის ახალი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა კიდევ ერთი ცვლილების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე, დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამგვარად, ამიერიდან ჩვენი ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ მაღალჩინოსნებს მადლობა გადაუხადა წინა პოზიციებზე წარმატებული საქმიანობის გამო.

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *