გეკა გელაძემ მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა
By

გეკა გელაძემ მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელდა. ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

შეხვედრა უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *