აჭარაში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო
By

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ ტრენინგ-კურსში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული.  მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ.

სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი შეისწავლიან პირველადი დახმარების საშუალებებს, ბათუმის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, კულტურასა და გასტრონომიას.

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული. პროგრამა თეორიულ ტრენინგებთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ გასვლით ტურებს ბათუმის ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

 

  • No Comments
  • აპრილი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *