ნიკოლ ფაშინიანი რკინიგზით ექსპორტზე, საქართველოს ტერიტორიის გავლით
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რკინიგზით ექსპორტი, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით, შესაძლებელი იქნება მანამდე, ვიდრე აზერბაიჯანთან სარკინიგზო კავშირი სრულად აღდგება „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში.
მისივე თქმით, აღნიშნული რკინიგზა საიმედო მარშრუტად დარჩება როგორც იმპორტისთვის, ასევე, ექსპორტისთვის და მისი ფუნქციონირება არ შეწყდება.
ფაშინიანის შეფასებით, სომხეთი უკვე გამოდის ბლოკადიდან, რადგან აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელი გახდა და უკვე ხორციელდება.
„ჩვენ ეკონომიკური განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე შევდივართ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს უკავშირდება. უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდებით, განსაკუთრებით „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებას, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ბლოკადიდან საბოლოოდ გასათავისუფლებლად არის შექმნილი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.