არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების სამძიმრის წერილი
By

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების სამძიმრის წერილი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, მიხეილ ყაველაშვილსა და  ირაკლი კობახიძეს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ასევე, მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *