ივანე მაისურაძე ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს და დირექტორს შეხვდა
By

ივანე მაისურაძე ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს და დირექტორს შეხვდა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და გაერთიანების დირექტორ დალი ფუტკარაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საბავშვო ბაღების წინაშე მდგარი პრიორიტეტული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაღების ავტორიზაციის პროცესს, სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელთა მხარდაჭერა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინკლუზიური გარემოს შექმნა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე – ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე.

– სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბათუმის მერია, საკრებულოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სისტემურად, ეტაპობრივად აგრძელებს როგორც ძველი ბაღების განახლებას, ისე ახალი ობიექტების დამატებას.

არსებული მდგომარეობით, ახალაშენებულ ბაღებში მუნიციპალიტეტს აღსაზრდელებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო, თანამედროვე და კეთილმოწყობილი გარემო, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, – განაცხადა ივანე მაისურაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა მოქმედი და მშენებარე საბავშვო ბაღები დაათვალიერეს. მათ შორის, იმყოფებოდნენ №21 საბავშვო ბაღში, ასევე მოინახულეს №26 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. საკრებულოს წევრებმა ასევე დაათვალიერეს ივანე მესხის ჩიხში მდებარე №39 მშენებარე საბავშვო ბაღიც.

 

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *