ირანელების განცხადებით, თურქეთისკენ მათ რაკეტა არ გაუშვიათ
By

ირანელების განცხადებით, თურქეთისკენ მათ რაკეტა არ გაუშვიათ

ირანელი სამხედროები უარყოფენ ბრალდებას, რომ თურქეთის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ირანული მედია წერს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები პატივს სცემენ მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფენ ამ ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას წინ უძღოდა თურქული მხარის კომენტარი. მათ 4 მარტს განაცხადეს, რომ ნატოს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო.

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *