რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის წესებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს
By

რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის წესებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტის შესახებ რეგულაციაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

„რეგულაცია აწესებს იურიდიულად სავალდებულო, ეტაპობრივ აკრძალვას რუსეთიდან როგორც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG), ასევე, მილსადენებით გაზის იმპორტზე 2026 წლის ბოლოდან და 2027 წლის შემოდგომიდან –

სრული აკრძალვით“, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

დროებითი შეთანხმება, ოფიციალურად მიღებამდე, საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *