ადგილობრივ მზარეულებს კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარდათ
ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს. მის ფარგლებში ადგილობრივ მზარეულებს კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარდათ.
Ferrandi Paris-ის შეფ-ინსტრუქტორმა სტეფან იაკიჩმა მზარეულებს თევზეულისა და ზღვის პროდუქტებისთვის გარნირებისა და სოუსების მომზადების თანამედროვე ტექნიკა გააცნო. კულინარიულ მასტერკლასზე ფრანგმა შეფ-ინსტრუქტორმა მრავალფეროვანი მენიუ წარმოადგინა: გრილზე მომზადებული რვაფეხა მუხუდოს კრეპით და ბაზილიკის ესპუმათი, შავი ზღვის ორაგულის კარპაჩო მომზადებული ფენებად მოწალულ გოგრასთან ერთად და დასრულებული ნაზი ბროწეულის სოუსით , შავი ზღვის კამბალა წითელი კომბოსტოს გარნირით, დასრულებული თეთრი მისოს და კარაქის სოუსით
გამომცხვარი დორადო თხილის ნიგვზიან მუნდირში ბროკოლის გარნირით, ვაშლისა და ჯინჯერის სოუსით.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ,,გასტრო ფორუმს’’ რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვის მიზნით მესამე წელია ატარებს.
გალერეა



