By
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა – 17
„რუსებმა ხარკოვზე, დიდი რაოდენობით დრონების გამოყენებით, კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს“, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთის არმიამ მშვიდობიან ქალაქს „გერან-2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა სულ 16 დარტყმა განახორციელეს“, – წერს სინეგუბოვი.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის შევჩენკოვსკის და სალტივსკის რაიონებში საცხოვრებელი შენობები დაბომბეს. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია: 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა.
ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, 17 კი დაშავდა.