ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
By

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.

დალი ფუტკარაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება დაწყებითი განათლების, პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით, დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაციით, ასევე, ფლობს განათლების დოქტორის აკადემიურ ხარისხს.

დალი ფუტკარაძე ამ დრომდე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩევლი იყო. აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში.

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *