ხვალ გაზის მიწოდება 15 078 აბონენტს შეუწყდება
By

ხვალ გაზის მიწოდება 15 078 აბონენტს შეუწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 4 ნოემბრის 23:00 საათიდან 5 ნოემბრის 10:00 საათამდე, ბათუმის მუნიციპალიტეტში გაზის მიწოდება 15 078 აბონენტს შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. კომპანიის ცნობით, გაზი შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:

პეტრე ბაგრატიონის ქუჩა,

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა,

აეროპორტის გზატკეცილი,

ანატოლი კაჭარავას ქუჩა,

დავით აღმაშენებლის ქუჩა,

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა,

პარმენ რურუას ქუჩა,

ჟიული შარტავას ქუჩა,

ტბელ აბუსერიძის ქუჩა,

გიორგი ლეონიძის ქუჩა,

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა,

ლადო გუდიაშვილის ქუჩა,

ხახულის ქუჩა.

მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 5 ნოემბრის 10:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *