2026-2027 სასწავლო წლიდან სავალდებულოა სასკოლო ფორმა
By

2026-2027 სასწავლო წლიდან სავალდებულოა სასკოლო ფორმა

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, ხოლო შესაბამისი ნიმუშები და შესასყიდი რაოდენობა უკვე განსაზღვრულია.
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფორმების მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი მოიცავს საერთო რაოდენობის მინიმუმ 30%-ის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, ხოლო დარჩენილი ნაწილი სკოლებს 20 აგვისტოს ჩათვლით მიეწოდება.
დოკუმენტის თანახმად, შესყიდვა მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელს, მათ შორის, პიჯაკებს, შარვლებსა და ქვედაკაბებს. განსაზღვრული რაოდენობები საკმაოდ მასშტაბურია: დაგეგმილია 292 ათასი გოგონას პიჯაკის, 308 ათასი ბიჭის პიჯაკის, 438 ათასი გოგონას შარვლის, 616 ათასი ბიჭის შარვლის, 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბისა და 1000 გრძელი ქვედაკაბის შეძენა.
შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, ახალი სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა სავალდებულო გახდება, ხოლო მის საბოლოო დიზაინსა და სტანდარტებს განათლების სამინისტრო დაამტკიცებს.

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *