2026 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქცია 5.5 პროცენტით გაძვირდა
By

2026 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქცია 5.5 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 5.5 პროცენტით გაიზარდა. ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 37.1-პროცენტიანი მატებით, რამაც 5.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

უწყების ანგარიშით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.0 პროცენტით.

„ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.5-პროცენტიანი მატებით, რაც 6.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში, ერთწლოვანი კულტურების ღირებულება – 23.2 პროცენტით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 14.4 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.92 და 4.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *