ხულოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
By

ხულოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა.

სამდღიანი სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე გაუზიარეს აშშ-ის გამოცდილება სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სამეთაურო-საშტაბო სწავლების კონცეფცია და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა.

სწავლების ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ამოქმედდა მუნიციპალური საგანგებო მართვის შტაბი, ხოლო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშალა საველე ოპერაციების მართვის შტაბი და მოეწყო საგამოფენო სივრცე, რომელიც სასწავლო ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს, გაეცნენ საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს.

დასკვნით ღონისძიებაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება შეაჯამეს. მონაწილეებმა განიხილეს დამკვირვებელთა შეფასებები და სამომავლო რეკომენდაციები.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მადლობის სიგელი გადასცა „ხულოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, პროფესიული თანამშრომლობისა და შეტანილი წვლილისთვის“.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ასევე, სიგელები გადასცა სამეთაურო-საშტაბო სწავლების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერით, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით შემუშავდა.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლებიც.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *