ძმები მიღწეულს არ სჯერდებიან
By

ძმები მიღწეულს არ სჯერდებიან

შუახეველი ძმები  ლუკა და გიგა სვანიძეები ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის მერვე და მეოთხე კლასების მოსწავლეები არიან. მათ პედაგოგები და თანატოლები სანიმუშო მოსწავლეებად იცნობენ. ძმებს მწვრთნელი ზურა კეკელიძე ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში ავარჯიშებს. სასიხარულოა, რომ ისინი მწვრთნელს იმედებს უმართლებენ. ჯერ იყო და ლუკა ლიტვაში გამართული საერთაშორისი ტურნირის ჩემპიონი გახდა 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გიგამ  კი რესპუბლიკური ტურნირი მოიგო 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

ძმებმა მწვრთნელი მორიგი წარმატებით გაახარეს. ისინი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭიათურაში გამართული საერთაშორისო  ტურნირის  ოქროსა და ვერცხლის მედლების პრიზიორები გახდნენ. გიგამ 35 კილოგრამ წონით კატეგორიაში  პირველი ადგილი დაიკავა, ლუკა კი 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა.

შუხევის რაიონის სოფელ ტბეთში მცხოვრები დედა თამარ ბერიძე და მამა თემურ სვანიძე მადლობას უხდიან პედაგოგებსა და მწვრთნელს მათ შვილებზე გაწეული ამაგისთვის.

თამაზ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *