By
ძიუდოში ,,შავი ზღვის თასი“ გაიმართა
ბათუმში სოლომონ ფეიქრიშვილის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში – ,,შავი ზღვის თასი“ გაიმართა.
ტურნირის დასკვნით დღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროს ირმა ნიჟარაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 5 ქვეყნის (საქართველო, ესპანეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, თურქეთი) 200-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. 2009 წელს დაბადებულმა ძიუდოისტებმა საპრიზო ადგილები სულ 8 წონით კატეგორიაში გაინაწილეს.
საერთაშორისო ტურნირი აჭარის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.