ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის განცხადება
By

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის განცხადება

„2025 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა.

ამასთან, ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ, ჯამში, 17 315 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი“, – ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ

2025 წლის განმავლობაში, სააგენტოში 66 019 შეტყობინებაა შესული, მათგან რეაგირება განხორციელდა 20 120 შემთხვევაში, 14 709 ცხოველი კი სააგენტოს თანამშრომლებმა დაიჭირეს.

მათივე ცნობით, 2025 წლის განმავლობაში, ჯამში, 450 ძაღლი და კატა გაჩუქდა.

გარდა ამისა, სააგენტო ახორციელებს ფასიან მომსახურებასაც. როგორც სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წლის განმავლობაში გაწეულ ფასიან მომსახურებებზე ნაერთი შემოსავალი შეადგენს 99 384.6 ლარს.

 

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *