შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა განიხილეს
By

შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა განიხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.

შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული აქტივობები. ასევე, ყურადღება დაეთმო სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შშმ პირთა არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფასა და მათი საჭიროებების გათვალისწინებას.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყების სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა თემთან უწყვეტი კონსულტაციისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და საკონსულტაციო ჯგუფის წევრები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *